მოგესალმებით

ჩვენ შესახებ

პროექტი abiturienti.ge-ს ავტორები წარმოადგენენ მაღალ პროფესიონალთა ჯგუფს, რომელსაც განხორციელებული აქვს არაერთი ინოვაციური პროექტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გუნდმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს აბიტურიენტებს მოემზადონ ეროვნული გამოცდებისათვის.

საქართველოს საუკეთესო პედაგოგებმა სპეციალურად თქვენთვის შეადგიმეს ეს სასწავლო კურსები.
მათ ჩაწერეს ვიდეოგაკვეთილები, მოამზადეს თეორიული მასალა, გაარჩიეს უამრავი ამოცანა და მაგალითი, შეადგინეს სავარჯიშო ტესტები!!!

პედაგოგები თქვენთან ერთად გაარჩევენ საშინაო დავალებებს, გაანალიზებენ თქვენ შეცდომებს და საბოლოო ჯამში გადმოგცემენ ისეთ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმატებით ჩააბაროთ ეროვნული გამოცდები.

გარდა იმისა, რომ საიტი დაგეხმარებათ გამოცდების მომზადებაში - თქვენ შეიძენთ დამოუკიდებელი მუშაობის სერიოზულ გამოცდოილებას, რაც ასე მნიშვნელოვანია სტუდენტისათვის.

გისურვებთ წარმატებას!!!

პარტნიორები

საგნები

ონლაინ კურსები

ზოგადი უნარები
მათემატიკური ნაწილი

  • ვიდეო გაკვეთილები
  • ტესტები
  • ტექსტური მასალა
  • საშინაო დავალებები

ვრცლად

ზოგადი უნარები
ვერბალური ნაწილი

  • ვიდეო გაკვეთილები
  • ტესტები
  • ტექსტური მასალა
  • საშინაო დავალებები

ვრცლად

მათემატიკა

  • ვიდეო გაკვეთილები
  • ტესტები
  • ტექსტური მასალა
  • საშინაო დავალებები

ვრცლად

ქართული
ენა და ლიტერატურა

  • ვიდეო გაკვეთილები
  • ტესტები
  • ტექსტური მასალა
  • საშინაო დავალებები

ვრცლად

მოსამზადებელი

კურსები

საუკეთესო მასწავლებლები

ჩვენი სასწავლო კურსები შედგენილია დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო პროფესიონალი პედაგოგების მიერ. ჩვენი პედაგოგები (კურსის ავტორები) წარმოადგენენ წამყვან, აღიარებულ სპეციალისტებს განათლების დარგში.

ონლაინ სწავლება

როგორც ხედავთ, კურსი შედგენილია ონლაინ სწავლების მეთოდის გამოყენებით. თითოეული საგნის ყოველი გაკვეთილი მოიცავს ვიდეო გაკვთილებს, თეორიულ მასალას (სადაც მარტივად ახსნილია შესაბამისი საკითხი). თეორიული მასალის შემდეგ მოყვანილია მაგალითები თავისი ახსნით, რასაც მოსდევს ტესტები და საშინაო დავალება.

საგამოცდო ტესტები

გაკვეთილის მეორე ნაწილი წარმოადგენს სამუშაო ტესტებს. ტესტები დამოუკიდებლად უნდა შესრულდეს. ტესტებზე მუშაობით გადაამოწმებთ თქვენ ცოდნას და უფრო კარგად გაივარჯიშებთ.

საშინაო დავალებები

ყოველ გაკვეთილში მოცემულია შესასრულებელი (არაშემოსახაზი) ტიპის დავალება. ეს დავალება თქვენ დამოუკიდებლად უნდა შეასრულოთ.

სიახლეები

2017.09.25

სისტემას დაემატა კითხვა პასუხის მოდული

სისტემას დაემატა კითხვა პასუხის მოდული. მომხმარებლებს შეუძ₾იათ გაუგზავნონ კითხვები პროფესორებს შესაბამისი გაკვთილის მხიედვით

ვრცლად

2017.09.25

ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის სრული კურსი

ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის სრული კურსი ატვირთულია. ვიდეობი, საშინაო დავალებები, ტესტები, კონსპექტები !

ვრცლად

2017.09.24

ჩვენ ახალი ვებ საიტი გვაქვს

ჩვენი ვებ გვერდი განახლდა.

ვრცლად

გაიცანით

ჩვენი გუნდი

პროექტის ავტორი

დაიბადა 1952 წელს ქ.თბილისში. ფიზიკა მატმატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1977 – 2007 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე. არის ცნობილი მეცნიერი მოუწესრიგებელი მყარი სხეულების ფიზიკის დარგში. კითხულობდა ლექციების კურსებს ”თერმოდინამიკასა და სტატისტიკურ ფიზიკაში”, ”კვანტურ სტატისტიკაში”, ”კვანტურ მექანიკაში”, ”ელექტროდინამიკაში”, ” ფიზიკურ კინეტიკაში”. არის 50 -ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ალექსანდრე ტუღუში

პროექტის ავტორი

დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჯინერიისა და მათემატიკის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. წლების განმავლობაში მუშაობდა ა.შ.შ კომპანია Tulix Inc საქართველოს წარმომადგენლობაში მთავარი პროგრამისტის, პროექტების მენეჯერის, კორპორატიული კლიენტებთან ურთიერტობის დეპარტამენტის უფროსად. არის 10 ზე მეტი წარმატებული პროექტის ავტორი. ამჟამად სწავლობს გერმანიის Universitat Koblenz Landau - ს უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სპეციალობით Web Science. ფლობს 4 ენას.

ილია ტუღუში

მათემატიკა

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ცნობილი სპეციალისტი რიცხვთა თეორიაში, არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გაზეთი მასწავლებლებისათვის “სკოლა” მთავარი რედაქტორი. საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. აღზრდილი ჰყავს არაერთი მოსწავლე -დღეს ცნობილი მათემატიკოსები. არის 14 საშუალო და უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოთა ავტორი. სამეცნიერო პრემიების ლაურეატი.

თეიმურაზ ვეფხვაძე

მათემატიკა & ზოგადი უნარები მათემატიკური ნაწილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 50 -ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომის ავტორი. დამხმარე, შემეცნებითი და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი.

ლამარა ქურჩიშვილი

მათემატიკა

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, აკადემიური დოქტორი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი, ქართულ-ამერიკული სკოლის ზუსტ მეცნიერებათა კათედრის გამგე. წლების განმავლობაში ასწავლის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თანამშრომლობს გამომცემლობებთან. არის თოთხმეტი სამეცნიერო-მეთოდიკური სტატიის ავტორი, აგრეთვე, რამდენიმე ათეული სახელმძღვანელოს, ამოცანათა კრებულის, მეთოდიკური გზამკვლევის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.

ია მებონია

ზოგადი უნარები მათემატიკური ნაწილი

დაიბადა 1932 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1955 -1958 წლრბში მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში მათემატიკის კათედრის ასისტენტად. 1959-2007 წლებში მუშაობდა თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, ფაკულტეტზე არსებულ ფიზიკა-მათემატიკის სკოლის პედაგოგად. 2005 წლიდან ასწავლის კერძო სკოლა ”ალბიონში”, თსუ მოისამზადებელ ფაკულტერტზე. არის 74 შრომის ავტორი, მათ შორის 18 წიგნის.

არკადი ქურჩიშვილი

ქართულე ენა & ლიტერატურა

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. აქვს აბიტურიენტებთან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მოსამზადებლად. ფლობს თანამედროვე სტანდარტებს, რომლებსაც იყენებს აბიტურიენტებთან მუშაობისას. გარდა ქართულისა, კითხულობს მეტყველების კულტურის ლექციებს, აქვეყნებს სტატიებს პროფესიული მიმართულებით, თანამშრომლობს გამომცემლობებთან რედაქტორის პოზიციაზე.

სალომე უსტარაშვილი

ქართულე ენა & ლიტერატურა

დაამთავრა გრ. კობახიძის სახელობის გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში ქართული ენის სპეციალობით. არის ფოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. აქვს პედაგოგიური მუშაობის დიდი გამოცდილება.

ქეთევან ილურიძე

ზოგადი უნარები მათემატიკური ნაწილი

დაამთავრა ი.ნ. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით. აქვს პედაგოგიური მუშაობის დიდი გამოცდილება, მუშაობს თბილისი სახელმწიფო უნივერსოტეტში, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და სხვ. არის წიგნის ავტორი - „მათემატიკა ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის“.

ივანე კობაიძე