კურსები - შეძენა

ზოგადი უნარები - მათემატიკური ნაწილი

ვიდეო გაკვეთილები

კურსი შედგება ვიდეო გაკვეთილებისგან, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი

ტესტები

ყველა გაკვეთილს თან ახლავს ტესტური ტიპის სავარჯიშოები, რომლებიც საგამოცდო ტესტების მსგავსია

კონსპექტები

ყველა გაკვეთილი შედგება როგორც ვიდეო ასევე ტექსტური მასალისგან.

საშინაო დავალება

გაკვეთილის ბოლოს პროფესორი აძლევს მოსწავლეს საშინაო დავალებას რომელიც მან დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს

მოვემზადოთ ზოგადი უნარების მათემატიკურ ნაწილში ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილი, რომლის შესწავლასაც იწყებთ, ერთი შეხედვით, მათემატიკის სასკოლო კურსის გამარტივებული ვერსიაა. ეს ნაწილი, თუ მასში კარგად გავერკვევით და მის სიღრმეებსაც ჩავწვდებით, დიდ დახმარებას გაგვიწევს მათემატიკის სასკოლო კურსის გამოცდის ჩაბარებისასაც.

აქ არ შეხვდებით ამოცანებს, რომელთა ამოხსნა მოითხოვს სასკოლო მათემატიკის ზოგიერთი ნაწილის (მაგალითად, სრული კვადრატული განტოლებების, ლოგარითმების, კუთხეთა ტრიგონომეტრიული ფუნქციების) ღრმა ცოდნას, მაგრამ ამოცანათა უმრავლესობის ამოხსნისას, საჭიროა:

ამოხსნის არასტანდარტული გზის მიგნების უნარი;
აუცილებელ და საკმარის პირობებში ღრმად გარკვევა;
მონაცემთა სხვადასხვა სახით წარმოდგენის ხერხების ფლობა;
დიაგრამებით წარმოდგენილი მონაცემების აღწერის და მის საფუძველზე დასკვნების გამოტანის უნარი;
ბრტყელი და სივრცული ფიგურების ამოცნობა, მათი ელემენტების ზომების დადგენაში გაწაფულობა.

პროგრამა 40 გაკვეთილისგან შედგება, რომელთაგან 11 - გავლილი მასალის შეჯამებაა.

ყოველ გაკვეთილს ახლავს 40-დავალებიანი ტესტი საყურადღებო ამოცანების ამოხსნების მითითებით და დავალების შესასრულებლად აუცილებელი წინაცოდნის გახსენებით.

იმედი გვაქვს, ჩვენი კურსი საკმარის დახმარებას გაუწევს აბიტურიენტებს (და არა მხოლოდ მათ) ამ „საგანთან“ გაშინაურებასა და მასში დახელოვნებაში, განუვითარებს მათ იმ სააზროვნო უნარებს, რომლებიც აუცილებელია არამარტო სწავლების შემდგომ ეტაპზე წარმატების მისაღწევად, არამედ საყოფაცხოვრებო სიტუაციებში გარკვევისა და თავის გართმევისთვისაც.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კურსი ამ მხრივ სასარგებლო და სასიამოვნოც კი იქნება.

გისურვებთ წარმატებებს!

ამ გაკვეთილზე გავიწაფებით ნატურალური რიცხვების გამყოფის და ჯერადის მოძებნაში;  მარტივი და შედგენილი რიცხვების ამოცნობაში;  გავეცნობით რიცხვის ჩაწერის პოზიციურ სისტემას, რიცხვით ღერძზე ნატურალური რიცხვების განლაგებას.

ამ გაკვეთილზე გავიწაფებით: უსგ და უსჯ-ს გამოთვლაში, გამოვიყენებთ მათ ამოცანების ამოხსნისას; წილადის შეკვეცაში, შერეული რიცხვის არაწესიერ წილადად გადაქცევაში და პირიქით. გავეცნობით რიცხვითი ღერძის სტრუქტურას.

ამ გაკვეთილზე  გაიწაფებით რაციონალურ  რიცხვებზე მოქმედებების შესრულებაში; მოცემული პირობების მიხედვით რიცხვით ღერძზე რიცხვების განლაგებაში; რიცხვების ჩაწერაში სხვადასხვა ფორმით; გამოიყენებთ ხარისხის თვისებებს.

 

ამ გაკვეთილზე გავიწაფებით რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულებაში; ამოცანების ამოხსნისას  რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების გამოყენებაში.

ამ გაკვეთილზე გაიწაფებით მთელი რიცხვების გაყოფა და გამრავლებაში, რიცხვების შედარებაში; რიცხვის ნაწილის პოვნაში, ნაწილის მიხედვით რიცხვის აღდგენაში; ამოხსნით  ამოცანებს ნაწილებზე.

ამ გაკვეთილზე გაიწაფებით  რიცხვების და რიცხვითი გამოსახულებების შედარებაში;  გაიხსენებთ  რიცხვების დამრგვალების წესებს.

ამ გაკვეთილზე გაიწაფებით  რიცხვის პროცენტის პოვნაში, პროცენტის მიხედვით  მიხედვით რიცხვის აღდგენაში, რიცხვებს შორის პროცენტული თანაფარდობის დადგენაში; ამოხსნით  ამოცანებს პროცენტებზე.

ამ გაკვეთილზე  გავიწაფებით  პროცენტებზე და ნაწილებზე შესწავლილი ფორმულების ამოცანების ამოხსნისას გამოყენებაში

ამ გაკვეთილზე გავიწაფებით  პროპორციის უცნობი წევრის პოვნაში, რიცხვის პროპორციულ ნაწილებად დაყოფაში;  პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული სიდიდეების ამოცნობაში. ამოვხსნით ამოცანებს პროპორციაზე.

ამ გაკვეთილზე ამოცანების ამოხსნისას გამოვიყენებთ  სამი წერტილის ერთ წრფეზე განლაგების პირობებს; მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეების თვისებებს.

გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას პარალელური წრფეებით შექმნილი კუთხეების თვისების გამოყენება;  სამკუთხედის შიგა კუთხეების თვისების გამოყენება; სამკუთხედის სახის დადგენა; დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდებსა და მათ მოპირდაპირე კუთხეებს შორის.

ამოცანების ამოხსნა სამკუთხედის პერიმეტრის გამოთვლაზე, მისი ელემენტების ზომების დადგენაზე; სამკუთხედის უტოლობის გამოყენება პასუხის შეფასებისას; პითაგორას თეორემის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.

მართკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას

 

პარალელოგრამის თვისებების, პარალელოგრამის და სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას

გაკვეთილში განხილულია შემაჯამებელი ტესტები

მოყვანილია შემაჯამებელი ტესტები

განხილულია მიღებული ცოდნის შემაჯამებელი ტესტები

განხილულია შემაჯამებელი ტესტები და ამოცანები.

წრეწირი. წრე. წრეწირის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულა. წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა

რიცხვითი ღერძი. მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე 

განხილულია ალგებრული გამოსახულების გარდაქმნა. შემოკლებული გამრავლების ფორმულები

 განტოლება. განტოლების ფესვი (ამონახსნი). წრფივი განტოლება

ამოცანების ამოხსნა. მასა, მასის ერთეულები. დრო, დროის ერთეულები

განხილულია წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნა სისტემის შედგენით.

მიმდევრობის განსაზღვრა

განხილულია მონაცემთა წარმოდგენის ხერხები. ცხრილების, სკალების, გრაფიკების,  დიაგრამების აგების წესები.

მონაცემთა შეგროვების და მონაცემთა ერთობლიობის სხვადასხვა ხერხით წარმოდგენა

წარმოდგენილია სივრცული ფიგურები

განხილულია კომბინატორიკის ძირითადი ცნებები. გარჩეულია ამოცანები.

განხილულია შემთხვევითი სიდიდეები, ალბათობის ცნება, გამოთვლის მეთოდები

გაკვეთილში განხილულია ლოგიკა, მოყვანილია ლოგიკური ამოცანები და ტესტები

განხილულია ცენტრული და ღერძული სიმეტრია, გარჩეულია ამოცანები, მოყვანილია ტესტები

განხილულია შემაჯამებელი ტესტები

განხილულია სხვადასხვა ტიპის ამოცანები

მოცემულია შემაჯამებელი ტესტები. 

მოცემულია შემაჯამებელი ტესტები

განხილულია ფუნქცია, ფუნქციის გრაფიკის აგება

განხილულია შემაჯამებელი ტესტები

უფასო გაკვეთილი ნიმუშის ნახვა კურსის შეძენა განვადებით ყიდვა

სრული კურსი
100 ₾

მასწავლებლები

ზოგადი უნარები მათემატიკური ნაწილი

დაიბადა 1932 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1955 -1958 წლრბში მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში მათემატიკის კათედრის ასისტენტად. 1959-2007 წლებში მუშაობდა თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, ფაკულტეტზე არსებულ ფიზიკა-მათემატიკის სკოლის პედაგოგად. 2005 წლიდან ასწავლის კერძო სკოლა ”ალბიონში”, თსუ მოისამზადებელ ფაკულტერტზე. არის 74 შრომის ავტორი, მათ შორის 18 წიგნის.

არკადი ქურჩიშვილი

მათემატიკა & ზოგადი უნარები მათემატიკური ნაწილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 50 -ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომის ავტორი. დამხმარე, შემეცნებითი და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი.

ლამარა ქურჩიშვილი














2 უფასო გაკვეთილი

გთავაზობთ ჩვენი კურსების რამოდენიმე გაკვეთილის უფასო ნიმუშებს



ნახვა

500

+

გაკვეთილი

600

+

ვიდეო ლექცია

5000

  +

ტესტი

550

+

საშინაო დავალება

განვადება