საიტით სარგებლობის წესები
პროექტი abiturienti.ge-ს ავტორები წარმოადგენენ მაღალ პროფესიონალთა ჯგუფს, რომელსაც განხორციელებული აქვს არაერთი ინოვაციური პროექტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
abiturienti,ge არის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს აბიტურიენტებს მოემზადონ ეროვნული გამოცდებისათვის ონლაინ რეჟიმში.
საქართველოს საუკეთესო პედაგოგებმა სპეციალურად თქვენთვის შეადგიმეს ეს სასწავლო კურსები. მათ ჩაწერეს ვიდეოგაკვეთილები, მოამზადეს თეორიული მასალა, თქვენთვის გაარჩიეს უამრავი ამოცანა და მაგალითი, შეადგინეს სავარჯიშო ტესტები!!!
პედაგოგები თქვენთან ერთად გაარჩევენ საშინაო დავალებებს, გაანალიზებენ თქვენ შეცდომებს და საბოლოო ჯამში გადმოგცემენ ისეთ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმატებით ჩააბაროთ ეროვნული გამოცდები აგრეთვე სხვადასხვა სასკოლო, მათ შორის საატესტატო გამოცდები.
გარდა იმისა, რომ საიტი დაგეხმარებათ გამოცდების მომზადებაში - თქვენ შეიძენთ დამოუკიდებელი მუშაობის სერიოზულ გამოცდოილებას, რაც ასე მნიშვნელოვანია სტუდენტისათვის.
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვავს ურთიერთობის წესებს საიტის მფობელებსა (შემდგომში – მფლობელი) და საიტის მომხმარებელს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის.
ამ წესებზე თანხმობას მომხმარებელი გამოხატავს ამ დოკუმენტის შინაარსის გაცნობით და ქვემოთ მოცემულ თანხმობის ღილაკზე დაკლიკებით (აღნიშვნით).
ურთიერთობის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისათვის სასწავლო კურსებით სარგებლობა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
მომხმარებლის წინაშე წარდგენილია 4 (ოთხი) სასწავლო კურსი შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები - მათემატიკური ნაწილი, ზოგადი უნარები - ვერბალური ნაწილი. თითოეული კურსი შედგება სხვადასხვა რაოდენობის გაკვეთილისგან, მაგალითად მათემატიკა წარმოდგენილია 100 გაკვეთილით, ქართული ენა და ლიტერატურა 79 გაკვეთილით, ზოგადი უნარები - ვერბალური ნაწილი 42 გაკვეთილითმ ზოგადი უნარები - მათემატიკური ნაწილი -40 გაკვეთილით.
მომხმარებელს შეუძლია თითოეილი საგანი შიძინოს დამოუკიდებლად. თითოეულ საგანს აქვს თავისი ფასი, რომელიც მითითებულია ვებ გვერდზე. საგნის (საგნების) შესაძენად მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც თიბისი ბანკის ჩასარიცხი აპარატები (Paybox), აგრეთვე ისარგებლოს ან საბანკო გადარიცხვით (ამისათვის საჭიროა ბანკში მისვლა) ან ონლაინ გადარიცხვიღ საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით (ყველა ეს მეთოდი დაწვრილებით აღწერილია განყოფილებაში კურსები/ შეძენა). თიბისი ბანკის ჩასარიცხი აპარატების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.tbcbank.ge.
საგნის საფასურის გადახდის შემდეგ მომხმარებელს ეხსნება წვდომა შეძენილ საგანთან, რომელიც მან შეიძლება გამოიყენოს ეროვნული გამოცდების დასრულებამდე.
მყიდველი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ მის მიერ შეძენილი საგნები და გაკვეთილები ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე და ის გაფრთხილებულია იმის შესაზებ, რომ მისაღები გამოცდების შემდეგ (სექტემბრის ხუთი რიცხვის შემდეგ) მას აღარ ექნება წვდომა შეძენილ საგნებთან და გაკვეთილებთან.
მომხმარებელი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქე სკოლის მოსწავლე, სტუდენტი ან სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც დაინტერესებულია www.abiturienti.ge-ზე არსებული საგნების შეძენით და მათი გამოყენებით და რომელიც ეთანხმება საიტის მფლობელების მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და აღიარებს საიტით სარგებლობის წესებს.
მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას საიტით მოხმარების წესები:
• არ ატვირთოს ვებ საიტზე ნებისმიერი სახით კანონით აკრძალული მასალები;
• არ ატვირთოს ვებ საიტზე ნებისმიერი სახით ისეთი მასალები, რომელიც მესამე პირთა საავტორო უფლებებს არღვევს;
• არ ატვირთოს ნებისმიერი სახით ისეთი მასალები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ვინმეს დამამცირებელ ან/და შეურაწმყოფელ მასალად;
• არ გადასცეს მესამე პირებს მფლობელის მხრიდან მისთვის გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია;
• არ გადასცეს სხვა პირს შეძენილი სასწავლო კურსების რაიმე სახის კომერციული ან სხვა სახის სარგებელის მიღების მიზნით (მასალების საავტორო უფლებები დაცულია);
• შეძენილი სასწავლო კურსების რაიმე სახის კომერციული ან სხვა სახის სარგებელის მიღების მიზნით გადაცემის შემთხვევაში შესაბამის პირს დაეკისრება საავტორო უფლებების დარღვევისთვის საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები შესაბამისი ზარალის ანაზღაურებით;
• გაგებით მოეკიდოს შექმნილ ფორს მაჟორულ სიტუაციებს და დაელოდოს ამ სიტუაციის დამთავრებას. ფორს მაჟორულ სიტუაციებს მიეკუთვნება, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება: სამთავრობო დადგენილებები, ამკრძალავი კანონები, ამკრძალავი კანონქვემდებარე აქტები, საომარი მოქმედებები, სახალხო მღელვარებს, ეპიდემიები, ბუნებრივი კატაკლიზმები და სხვა ისეთი სახის მოვლენები, რომელთა არსებობა ვერ აძლებს საშუალებას საიტის მფლობელებს შეასრულოს საკუთარი მოვალეობა . იმავე ფორს – მაჟორულ მდგომარეობას მიეკუთნება საიტის დახაკერება, სერვერის გათიშვა (ან/და მისი მწყობრიდან გამოსვლა), ინტერნეტ ქსელის მწყობრიდან გამოსვლა, ანუ ყოველივე ისეთი ტექნიკური მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს მფლობელისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზებით, რაც მას ხელს უშლის საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში.
• არ წარადგინოს მოთხოვნა კურსის ან კურსების შეძენის შემდეგ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით;
მფლობელი იღებს ვალდებულებას დაიცვას საიტით მოხმარების წესები:
• დაიცვას მომხმარებლის კონფიდენციალურობა – არ გაახმაუროს მომხმარებლის წერილობითი თანხმობის გარეშე მისი პიროვნული მონაცემები და არც მის მიერ შეძენილი გაკვეთილების ნუსხა;
• თუ საიტის მფლობელის მიზეზის გამო მომხმარებელი ვერ სარგებლობს შეძენილი საგნებიღ უზრუნველყოს გამოუყენებელი თანხის დაბრუნება უმოკლეს დროში;
• ფორს–მაჟორულ სიტუაციაში გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა რათა უზრუნველყოს საიტზე არსებული მონაცემების შენარჩუნება, რაც საშუალებას მისცემს ორივე მხარეს – ფორს მაჟორული სიტუაციის დასრულების შემდეგ, უმოკლეს დროში, გააგრძელონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება.
საიტის მფლობელი უფლებას იტოვებს დაბლოკოს მომხარებელი და/ან გაუუქმოს სატზე წვდომა თუ ის :
1. ატვირთავს საიტზე:
• კანონით აკრძალულ მასალებს;
• მასალებს, რომლებიც არღვევენ მესამე პირთა საავტორო უფლებებს;
• მასალებს, რომლებიც შეიძლება ჩათვლილ იქნან როგორც მესამე პირთა დამამცირებელი ან შეურაწმყოფელი მასალები;
2. შეეცდება მოახდინოს:
• საიტზე არალეგიტიმური შეღწევა;
• საიტის დახაკერება/დაზიანება;
• საიტის დავირუსება
ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ტიბისი ბანკის სწრაფი ჩასარიცხი აპარატების გაუმართავ მუშაობასთან ან ამ აპარატებით სარგებლობისას თანხის ჩარიცხვის დაგვიანებასთან დაკავშირებით, ან /და თანხის ჩარიცხვის პროცესში თანხის დაკარგვით ან/და მომხმარებლის ბალანსზე ჩატიცხული თანხის არ ასახვით, საიტის მფლობელების მიერ არ განიხილება და შესაბამის თანხებზე პრეტენზიების ადრესატს წარმოადგენს კომპანის ტიბისი ბანკი.