2 უფასო გაკვეთილი

ქართული ენა და ლიტერატურა

ყველა უფასო გაკვეთილზე

კონსპექტი / ტექსტური მასალა

პირველი გაკვეთილი ეთმობა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ოთხივე დავალების ანალიზს. 

რედაქტირების დავალებაში აბიტურიენტს სთხოვენ, იპოვოს მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, პუნქტუაციური, სინტაქსური შეცდომები და სტილისტური ხარვეზები. ტექსტის რედაქტირების შეფასების პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ აბიტურიენტთა ნაწილი ტექსტის რედაქტირების ნაცვლად მექანიკურად ეძებს და ასწორებს ცალკეულ ფორმებს, რაც გაუმართლებელია, განსაკუთრებით, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომებისა და სტილისტური ხარვეზების გასწორებისას. ფორმა, რომელიც შეცდომაა ერთ შემთხვევაში, სხვა კონტექსტში შეიძლება სწორი იყოს, ამიტომ ამ დავალების შესრულებისას ძალზე მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა ყურადღებით წაიკითხოს ტექსტი და შეცდომების გასწორებისას კარგად გაიაზროს კონტექსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რედაქტირებულის ნაცვლად ბუნდოვანი, ფაქტობრივი შეცდომებითა და ხარვეზებით სავსე ტექსტი მიიღოს. 

არგუმენტირებული ესეს დავალებაში აპლიკანტს მოეთხოვება, კონკრეტული სტანდარტების დაცვით, გამოავლინოს გარკვეული ცოდნა და იმსჯელოს მოცემულ პრობლემურ საკითხზე - წერილობით.

არგუმენტირებული ესეს შესრულებას აბიტურიენტთა დიდი ნაწილი წარმატებით ართმევს თავს. ახალგაზრდებს აღელვებთ ჩვენი საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები, მსჯელობენ ამ საკითხებზე და საკუთარ დამოკიდებულებასაც თამამად აყალიბებენ. ამავე დროს, თვალში საცემია ის გარემოება, რომ, სამწუხაროდ, აბიტურიენტთა ნაწილს არ ესმის ისეთი ტერმინების მნიშვნელობა, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, სიტყვის თავისუფლება, გლობალიზაცია, კოლონიზაცია და მისთ., რაც ზოგადი განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს. ამის გამო ამ ახალგაზრდებს უჭირთ არგუმენტირებული ესეს შესრულება. გარდა ამისა, ზოგიერთი აბიტურიენტი ყურადღებით არ კითხულობს დავალების პირობას, კარგად არ იაზრებს მას, ამიტომ მის მიერ დაწერილ ესეს არაფერი აქვს საერთო დავალების პირობასთან და მასში დასახელებული პრობლემა მხოლოდ სხვა კონტექსტშია ნახსენები. ბუნებრივია, ამგვარი დავალებე-ბი ან არ სწორდება, ან ძალიან დაბალ შეფასებას იმსახურებს.


საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ესეების დიდი ნაწილი ენობრივი თვალსაზრისით ჩა-მორჩება მის შინაარსობრივ მხარეს. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს უჭირთ მსჯელობა არა იმიტომ, რომ მათ სათანადო არგუმენტები არ გააჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ აზრის ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბება უჭირთ არასათანადო ენობრივი კომპეტენციის გამო; 

წაკითხულის გააზრებისა და მხატვრული ტექსტის ანალიზის დავალება ერთმანეთს ერწყმის. მოცემულია ორი ტექსტი - პროზაული და პოეტური ხასიათის. აბიტურიენტი, სურვილისამებრ, ირჩევს ორიდან ერთს და მოცემული ნაწარმოების ნაწყვეტზე პასუხობს 15 შეკითხვას, რომელთაც ახლავს 4 სავარაუდო პასუხი. ბუნებრივია, ოთხიდან მხოლოდ ერთი პასუხია სწორი; 

მხატვრული ტექსტის ანალიზი კი გამოავლენს აპლიკანტის დაკვირვებულობის უნარს, ლიტერატურული შეფასების შესაძლებლობებს, პერსონაჟების ამოცნობის პრინციპებს - რამდენად კარგად ფლობს აბიტურიენტი და როგორ აყალიბებს აზრს ამა თუ იმ ლიტერატურული ჟანრის ნაწარმოების ირგვლივ. 

მოსამზადებელი კურსები

ონლაინ კურსები

მათემატიკა

სრული კურსი: 199 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა

ზოგადი უნარები
მათემატიკური ნაწილი

სრული კურსი: 100 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა

ზოგადი უნარები
ვერბალური ნაწილი

სრული კურსი: 100 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა

ქართული
ენა და ლიტერატურა

სრული კურსი: 149 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა
განვადება